Tuesday, May 13, 2008

მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენცია

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფონდი „ირმის ნახტომი“, „ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი“ ატარებს მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციას, რომლის მიზანია:

* სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
* ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, შესაბამისი ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობის გზით;
* ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა;
* მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
* ახალი ტექნოლოგიური რესურსების გაცნობა;
* საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ინსტრუმენტების გაცნობა.

კონფერენცია გაიმართება ორ სამუშაო სესიად: სწავლების დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურების შესაბამისად.

ამ მიზნით, 1 ივნისამდე ცხადდება საგაკვეთილო გეგმების მიღება, რომელთაგან შეირჩევა საუკეთესო გაკვეთილები სხვადასხვა ნომინაციაში, გამარჯვებულები თავად წარადგენენ თავიანთ მასალებს და, ამასთანავე, დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. ყველა დანარჩენი მონაწილე წარადგენს თავის ნაშრომებს სპეციალურ გამოფენაზე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ფონდ „ირმის ნახტომში“ (თბილისი, უზნაძის ქ. 68), ან ელ.მისამართზე www.dlf.ge;
განაცხადების მიღება 2008 წლის, 1 ივნისის ჩათვლით, ფონდ „ირმის ნახტომში“ - ტელ.: 910550, ან ელფოსტაზე: forum.dlf@gmail.com
დეტალებისთვის დარეკეთ: 877 73-94-28, 877 53-39-33, 877 15-20-07


დეტალებისთვის განაგრძეთ კითხვა

No comments: