Monday, March 24, 2008

შეხვედრა უცხო ენების ჯგუფთან

2008 წლის 19 მარტს შედგა შეხვედრა ფონდის «ირმის ნახტომი» პროგრამ-მენეჯერის დავით კიზირიასა და უცხო ენების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა პროფესიული ქსელის კოორდინატორის მაკა ერაძის შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის უცხო ენების საგნობრივ ჯგუფთან.
შეხვედრის მიზანი იყო უცხო ენების სწავლებაში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის გარკვევა. მოხდა უცხო ენების დისტანციური სწავლების სისტემის განხილვა, გაიმართა სამოქმედო გეგმის შესახებ დისკუსია, ასევე, უცხო ენების სწავლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დისტანციური სწავლების თავსებადობის შესახებ მსჯელობა.
«ირმის ნახტომის» ჯგუფის იდეას - უცხო ენების სწავლებაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა კონკურსების ჩატარების შესახებ, მოჰყვა რეკომენდაცია მშობლიური ენიდან უცხო ენაზე თარგმანის შესახებ – ეროვნული სასწავლო სტანდარტის მიხედვით, უცხო ენაზე თარგმანის განხორციელება სწავლების მიზნით უნდა იყოს მხოლოდ კომპონენტი და არა შედეგი.
და ბოლოს, მოხდა შეთანხმება დისტანციური სწავლების სისტემის შიგთავსისა და მეთოდოლოგიების შესახებ რეკომენდაციებისა და სტანდარტის შემუშავების შესახებ უცხო ენების საგნობრივ ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც განხორციელდება უკვე თვით სისტემის შემუშავება. სტანდარტის შემუშავება დასრულდება 2008 წლის 1 აპრილს.

No comments: