Showing posts with label კონფერენცია. Show all posts
Showing posts with label კონფერენცია. Show all posts

Monday, July 7, 2008

მასწავლებელთა საზაფხულო კონფერენცია

გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გასული საგაკვეთილო გეგმები თბილისის მასშტაბით

საპრეზიდენტო პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში მიმდინარე, მასწავლებელთა საზაფხულო თბილისის რაიონული კონფერენციები დამთავრდა. გაკვეთილის გეგმებს სკოლების წარმომადგენლები აფასებდნენ საკუთარ რაიონში. გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გასული საგაკვეთილო გეგმები, რომელთა შეფასებების შეჯამება სკოლების წარმომადგენლებთან ერთად მოხდა.

სკოლა

პროექტის დასახელება

პროექტის #

დიდუბე-ჩუღურეთი

155

ეკოლოგია - “ბუნება ყოველთვის მართალია, შეცდომას მხოლოდ ადამიანი უშვებს

332

166

არგონავტების მოგზაურობის კვალდაკვალ

415

166

ევროკავშირის ქვეყნების სავიზიტო ბარათები

416

166

ვირტუალური ექსპედიცია “ნეკრესიდან სამებამდე”

417

166

ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია და შემოქმედება

480

გლდანი-ნაძალადევი

181

მიტოვებული სოფლების სევდა

142

10

მასშტაბი

23

11

ბომბორა სწავლას იწყებს

26

11

ამინდი და წელიწადის დროები

193

181

წიგნის გაცნობითი კითხვის სტრატეგიები

623

10

ღერძული სიმეტრია

552

ისანი-სამგორი

145

ტექნოგენური კატასტროფები და მათი შედეგები

201

145

თუშეთ-ფშავ- ხევსურეთის ფოლკლორი და ყოფა

620

77

ჟურნალის პრეზენტაცია

426

157

ტყე ქვეყნის სიმდიდრეა

224

178

კუბი და კუბიზმი

231

97

საქართველოს ისტორიული კუთხეები

233

მთაწმინდა-კრწანისი

51

ტექნოგენური კატასტროფები და ფოტოსინთეზი

418

51

შენობების გადახურვა

479

1

გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული”

152

ვაკე-საბურთალო

151

მთვარე_ჩვენი თანამგზავრი

482

61

ავეჯის დამზადება

230

122

გავუფრთხილდეთ გარემოს

35


შეგახსენებთ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილების კონკურსში საქართველოს მასშტაბით, 110 სკოლიდან დაახლოებით 900-მდე მასწავლებელი მონაწილეობს.

კონკურსი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კონკურსის მიზანია:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული, ICT-გამდიდრებული, საინტერესო საგანმანათლებლო გარემოს რეფორმირებაში მასწავლებელთა მონაწილეობის ხარისხის ზრდა;
  • მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებისა და პარტნიორული თანამშრომლობითი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება.
შემფასებელ კომისიაში ექსპერტების გვერდით, პარიტეტულ საწყისებზე, მუშაობენ კონკურსში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, რაც სკოლებისა და მასწავლებლების სასკოლო რეფორმებში ჩართულობის ზრდას ისახვას მიზნად.

Tuesday, May 13, 2008

მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენცია

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფონდი „ირმის ნახტომი“, „ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი“ ატარებს მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციას, რომლის მიზანია:

* სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
* ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, შესაბამისი ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობის გზით;
* ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა;
* მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
* ახალი ტექნოლოგიური რესურსების გაცნობა;
* საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ინსტრუმენტების გაცნობა.

კონფერენცია გაიმართება ორ სამუშაო სესიად: სწავლების დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურების შესაბამისად.

ამ მიზნით, 1 ივნისამდე ცხადდება საგაკვეთილო გეგმების მიღება, რომელთაგან შეირჩევა საუკეთესო გაკვეთილები სხვადასხვა ნომინაციაში, გამარჯვებულები თავად წარადგენენ თავიანთ მასალებს და, ამასთანავე, დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. ყველა დანარჩენი მონაწილე წარადგენს თავის ნაშრომებს სპეციალურ გამოფენაზე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ფონდ „ირმის ნახტომში“ (თბილისი, უზნაძის ქ. 68), ან ელ.მისამართზე www.dlf.ge;
განაცხადების მიღება 2008 წლის, 1 ივნისის ჩათვლით, ფონდ „ირმის ნახტომში“ - ტელ.: 910550, ან ელფოსტაზე: forum.dlf@gmail.com
დეტალებისთვის დარეკეთ: 877 73-94-28, 877 53-39-33, 877 15-20-07


დეტალებისთვის განაგრძეთ კითხვა