Thursday, October 9, 2008

მასწავლებელთა ზამთრის კონკურსი/კონფერენცია

მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა მასწავლებელთა ზამთრის კონფერენცია/კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ფონდი „ირმის ნახტომის“, "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის", "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის", საგანმანათლელბო რესურსცენტრებისა და საქართველოს სკოლების პარტნიორობით. მისი მიზანია


- სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტების გაცნობა.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

კონფერენცია იმართება 2008-2009 წწ საქართველოს სასკოლო ფორუმის ფარგლებში
იხილეთ ბმული საქართველოს სასკოლო ფორუმი

ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე.
ამისთვის დააწკაპეთ აქ.

No comments: